FM97.5 / LIVE
მთავარი » საზოგადოება
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 -
სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, სოფელ ყაურმას ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, 44 წლის ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან, ოჯახის წევრები კი საკარანტინო სივრცეში.
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 -
ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა გვითხრა, რომ 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცი ყაურმაში ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 -
მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში ეგორ თოროიანი ამბობს, რომ ბრძანება სოფლის ჩაკეტვის შესახებ უკვე მიიღეს. მისი განმარტებით, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული გამოუშვეს, სოფელში თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი.
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 -
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში მცხოვრებ კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა და შეცდომით სახლში გამოუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს.
ნინოწმინდის კლინიკაში COVID-19-ზე შესამოწმებლად ტრაილერის მძღოლი შეიყვანეს

ნინოწმინდის კლინიკაში COVID-19-ზე შესამოწმებლად ტრაილერის მძღოლი შეიყვანეს

04.06.2020 -
დღეს, ოთხ ივნისს, ნინოწმინდის საბაჟოდან საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. შუანხის კაცი ტრაილერის მძღოლია.
მაისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 ფაქტი გამოვლინდა

მაისში სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 ფაქტი გამოვლინდა

04.06.2020 -
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1–ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯავახეთში ბავრას ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები ცნობილია

ჯავახეთში ბავრას ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები ცნობილია

03.06.2020 -
ახალქალაქში ტბაში თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თევზი რაიმე დაავადების ანდა წყლის დაბინძურების შედეგად არ დახოცილა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე

03.06.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, სამცხე-ჯავახეთში ორშაბათამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. რეგიონის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიკლებს.
უდესა და არალში დენი ავარიულად გამოირთო

უდესა და არალში დენი ავარიულად გამოირთო

03.06.2020 -
ადიგენის ორ სოფელში ელექტროენერგია ძლიერი ქარის შედეგად, ავარიულად გამოირთო. ამ ეტაპზე დენის მიწოდების სრული აღდგენისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

03.06.2020 -
2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში, სულ 550 აღსაზრდელს მიიღებენ, რეგისტრაცია 12 ივნისს დასრულდება.
ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება

03.06.2020 -
ბორჯომში თორის ქუჩაზე არსებული ე.წ „კუკუშკის“ ძეგლის და პლატფორმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებისთვის 9 680 ლარი დაიხარჯება.
‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე

‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე

03.06.2020 -
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის ყოფილი ეპისკოპოსის, სერაფიმე ჯოჯუას მიმართ არსებული პედოფილიის ბრალდების გამოძიება სახელმწიფოს უნდა დაეწყო და არა სინოდს. მისივე თქმით, სასულიერო პირები არ არიან დარწმუნებულები სერაფიმეს არც დანაშაულში და არც უდანაშაულობაში.
ბორჯომში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 24 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია

ბორჯომში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 24 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია

03.06.2020 -
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ რომ, ბორჯომში მცხოვრები 24 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 -
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.
‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 -
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცის ანალიზები ექიმებს აერიათ და ინფიცირებული სახლში გაუშვეს.
300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 -
საქართველოს მთავრობის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 300-ზე მეტი ფერმერი (გლეხი) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს. ამისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონი გამოიყოფა.
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

03.06.2020 -
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, სოფელ ყაურმაში საკარანტინო სივრციდან დაბრუნებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსით მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

03.06.2020 -
კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი, 76 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი სოფელ მუშევანიდან იყო.
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი

02.06.2020 -
ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს. მომხდარს ადასტურებენ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.
‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია

‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია

02.06.2020 -
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. გარემოსდამცველები უწყების მიერ გაცემულ იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი გასცა.